პოლიტიკა
ნუ დარბიხართ. ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა უკვე პრეზიდენტი ვარ? - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს
„ნუ დარბიხართ. ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა უკვე პრეზიდენტი ვარ? ცოტა ჩაიწიეთ“, - ასე დაიწყო ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მოკლე კომენტარი ჟურნალისტებთან.
კომენტარისას მან რამდენჯერმა მოუწოდა ჟურნალისტებს, „არ ეყვირათ“.
მისი თქმით, ინაუგურაციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით ის ბრიფინგზე ისაუბრებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიფინგი „ან დღეს, ან ხვალ“ გაიმართება. ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობის დაკომპლექტება, ხოლო ადმინისტრაციის წევრებს ის უკვე ბრიფინგზე წარადგენს.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო ხარჯებს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა.
„ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის“, - თქვა ზურაბიშვილმა.
მას არ უსაუბრია მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე ინაუგურაციის შემდეგ ისაუბრებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


