სამართალი
ნოტარიუსთა პალატა 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს
ნოტარიუსთა პალატამ 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე, 4-წლიან ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2013 - ამოქმედდა ახალი სერვისი - სანოტარო მედიაცია;
2016 - სანოტარო მედიაცია მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი გახდა. რეფორმიდან 4 თვის თავზე 70 დავა სანოტარო მედიაციის გზით წარმატებით დასრულდა;
2013 - შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა ელექტრონული ბაზა, რომელიც მუდმივად ახლდება; დაინერგა სერვისი „ონლაინ კონსულტაცია ნოტარიუსთან“
2014 - მოქალაქეს შეუძლია ყველა საჭირო ტრანზაქცია სანოტარო ბიუროშივე განახორციელოს და თავისი უძრავი ქონება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში; დაინერგა სერვისი „უფასო სატელეფონო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან“; შემუშავდა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები; შეიქმნა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა ელექტრონული რეესტრი
2015 - დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად
2015 - ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის
2013-2016 - რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს, ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, არ არსებობდა: თერჯოლა, ოზურგეთი, წყალტუბო, თიანეთი, ლანჩხუთი, ლენტეხი, ცაგერი, ონი, მესტია, ქედა, ამბროლაური, დედოფლისწყარო, ბაკურიანი, ქარელი
2016 - სანოტარო ბიუროებში მოქალაქეთა მომსახურების მონიტორინგისთვის „მისტიური მომხმარებლის“ პროგრამა დაიწყო
სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება ჩვენთვის მუდმივი პროცესია
2014 - ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი განხორციელდა
2014 - დაიწყო სარეკლამო კამპანია: „მე ვენდობი ნოტარიუსს“
2014 - ჩატარდა პირველი ელექტრონული არჩევნები პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატურის გამოკვეთის მიზნით
2016 - ნოტარიუსთა პალატას 20 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება თბილისში გახსნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) თავმჯდომარემ - დანიელ-სედარ სენგორმა
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


