პოლიტიკა
ნოტარიუსის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტს ამის გარანტიას გაძლევთ მთელი პასუხისმგებლობით - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობა თანახმაა, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება გარკვეულ დეტალებს გამოკვეთს.
როგორც დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას საპარლამენტო კონტროლს გაუწევს.
მდინარაძემ დღესაც ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მაშინდელი პარლამენტისგან გასხვავებით მმართველი გუნდის დეპუტატები ნოტარიუსის როლს არ შეასრულებენ.
„ნოტარიუსის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტს ამის გარანტიას გაძლევთ მთელი პასუხისმგებლობით. თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები და ჩვენ არავის ნოტარიუსები არასდროს არ გავხდებით.
და თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ერთი კითხვაც რომ დარჩეს ამ კითხვას მივყვებით ბოლომდე და ბოლომდე ვიდრე არ გავარკვევთ სიმართლეს მანამდე ვიქნებით მოწადინებულები, რომ ეს სიმართლე გაირკვეს და საპარლამენტო კონტროლზე ვაგებთ პასუხს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება თავად მირზა სუბელიანს, მამუკა მდინარაძემ გაიხსენა კომისიის მუშაობის დროს მისი დაკითხვა და აღნიშნა, რომ მაშინ მირზა სუბელიანმა თქვა ტყუილი. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა ვინ ამხილა მაშინ მირზა სუბელიანი ტყუილში, რაზეც სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მან თავად დაუსვა კითხვა სუბელიანს.
„იმ დაკითხვაზე მირზა სუბელიანმა მოგვაწოდა არასწორი ინფორმაცია, იქვე ჩვენივე შეტყობით ერთადერთი კითხვა ამ ტყუილთან დაკავშირებით შევუტრიალე მე,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


