უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2016 13:00
font-size

ნოემბერში თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართება - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხარეები დიალოგის გაგრძელებით არიან დაინტერესებული ,,ისეთ სფეროებში, სადაც დიპლომატიური კავშირის არარსეობის მიუხედავად შესაძლებელია პროგრესი - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო.’’

რუსეთის საგარეეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ მიმართული სამუშაო გაგრძელდება, მით უმეტეს რომ საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია.

"გაგრძელდება მუშაობა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის. უფრო კონკრეტულად, რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს"- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

აქვე აღნიშნულია, რომ ნოემბერში თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართება, რაც ოფიციალური მოსკოვის აზრით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი