უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2025 12:28
font-size

ნოე რამიშვილის შთამომავალმა ეროვნულ არქივს საოჯახო არქივში დაცული მასალა გადასცა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა.

გადმოცემულ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის, მარიამ გოგიაშვილისთვის 1924-1930 წლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი პოლიტიკოსის ადამიანურ ბუნებას, მის დამოკიდებულებასა და სიყვარულს ოჯახის მიმართ. მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემის, „ჩვენი დროშის“ 1950 წლის ნომერი; ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები; გამორჩეულია 1951 წელს დავით ბუაჩიძის სახელზე საფრანგეთში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტი და ლტოლვილის სერტიფიკატი; შეტყობინება ნოე რამიშვილის გარდაცვალების შესახებ, ასევე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნოე რამიშვილის მეუღლისა და შვილებისთვის გაგზავნილი თანაგრძნობის ბარათი; 1928 წელს პირველი რესპუბლიკის მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისადმი მიწერილი წერილი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს. ნოე რამიშვილის შთამომავლის მიერ ეროვნული არქივისთვის ახლად გადმოცემული დოკუმენტები სწორედ ქართველი პოლიტიკოსის პირად ფონდს შეემატება და დაინტერესებული მკვლევრებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი