პოლიტიკა
ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის სენატის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჟირი სესტაკი ხელმძღვანელობდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ნოდარ კერესელიძემ პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აგრარული დარგის და გარემოს დაცვის მიმართულებებით ახორციელებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრა და ყურადღება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის საკითხს; ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ნოდარ კერესელიძემ ჟირი სესტაკს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ჩეხური ორგანიზაციის „People in Need“ მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტებიც განიხილეს.
როგორც ჟირი სესტაკმა განაცხადა, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობის გაღრმავება პრიორიტეტულია. საქართველოს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


