პოლიტიკა
ნინუასა და ცაბაძის თანამდებობებზე დანიშვნა გამონაკლისი წესით მოხდა - ლევან იზორია
თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის საფუძველზე არ გამოიკვეთება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნების - სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის პოლიტიკური ნიშნით აქტიურობა, მათ თანამდებობებზე აღადგენს.
როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნინუასა და ცაბაძის გამონაკლისი წესით თანამდებობებზე დანიშვნა მათი მაღალი კვალიფიკაციის გამო მოხდა.
,,ჩვენ სამწუხაროდ არ გვყავს იმდენი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. აქ საუბარია ენის ცოდნაზე, აქ საუბარია ასევე სხვა კრიტერიუმებზე. ამიტომ გახდა იმ დროს ეს აუცილებელი. თქვენ რომ გადახედოთ ჩემი წინამორბედების გადაწყვეტილებებს, ეს არის თითქმის უმრავლესობა გადაწყვეტილებებისა, სწორედ საგამონაკლისო წესით მიღებული.
რაც შეეხება კრიტიკის მეორე საგანს, ეს დაკავშირებული იყო იმ ვიდეოსთან, რომელიც გავრცელდა, სადაც ჩანს ერთ-ერთი მათგანი (გიორგი ცაბაძე - რედ.). მან პირადად მთხოვა, რომ გამომდინარე სწორედ ამ რეფორმების განხორციელების ინტერესიდან და გამომდინარე მოკვლევის მიუკერძოებლობის ინტერესიდან, დროებით გადადგეს თანმადებობიდან, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, დროებით, სანამ მოკვლევა საბოლოო პასუხს არ იტყვის. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდებაა მოკვლევის საფუძველზე მათი პოლიტიკური ნიშნით აქტიურობა, მე მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას’’, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობისათვის: გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცაბაძე კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
გარდა ამისა, ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. კერძოდ, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ირწმუნება, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები და მათ პირადი შემადგენლობის მიმართ შეურაცხმყოფელი მოქმედებები ახასიათებდათ.
გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოკვლევის დასრულებამდე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


