პოლიტიკა
ნინო ლომჯარია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, კანონმდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების დაცვა, კონტროლი და რეაგირება კვლავ პრობლემად რჩება.
მისივე თქმით, კონტროლის მექანიზმები არაეფექტურია.
„იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ხდება შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება და გაიცემა რეკომენდაციები, მეორადი ინსპექტირებისას რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია. კანონმდებლობაც პრობლემატურია, სანქციები არაეფექტიანია, გამოძიების თვალსაზრისით კი, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არ დგება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ლომჯარიას განცხადებით, 90 საქმიდან უმეტესობა ძირითადად, საპროცესო გარიგებით დასრულდა, ხოლო საპატიმრო ღონისძიება შარშან მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოიყენეს.
„90 საქმიდან, რაც შარშან სასამართლოებმა განიხილეს, 72 % საპროცესო გარიგებით დასრულდა.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს მკაცრი მიდგომა და დამსაქმებლებს არ აქვთ განცდა, რომ მსგავსი ფატალური შემთხვევის დროს, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას თქმით, გამოსავალი საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაშია.
„გამოსავალი არის საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაში, უფრო ქმედითი და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებაში. ასევე, დამსაქმებლებმა უნდა იცოდნენ, რომ შრომის უსაფრთხოების დარღვევას არ მოჰყვება მხოლოდ ფინანსური ჯარიმა, არამედ ის გაითვალისწინებს მკაცრ პასუხისმგებლობას და ეფექტიანი გამოძიება წარიმართება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ორშაბათს გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
გამოძიების ვარაუდით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


