უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 იანვარი, 2017 16:25
font-size

ნინო კალანდაძე-სერგო რატიანის განცხადებაზე: ყრილობის ჩატარების ხელის შეშლის მცდელობაა, დაპირისპირება საბოტაჟის სახეს იღებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო კალანდაძე, სერგო რატიანის განცხადება იმის შესახებ, რომ 20 იანვრის ყრილობა არალეგიტიმური იქნება, ხელის შეშლის მცდელობად აფასებს.

როგორც კალანდაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, პარტიაში არსებული დაპირისპირება, ნელ-ნელა, საბოტაჟის სახეს იღებს.

„სამწუხაროდ, არა მხოლოდ კომისია, არამედ რეგიონული ორგანიზაციები, პარტიის თავმჯდომარეები, ვინც არიან ამ წერილის ადრესატები, აღიქვამენ ამას, როგორც ყრილობის ეფექტურად ჩატარების ხელის შეშლის მცდელობად. აშკარაა, რომ ასეთი დაპირსიპება, ნელ-ნელა უკვე საბოტაჟის სახეს იღებს“,-განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, ჯგუფს, რომელსაც სურს ყრილობის ჩაშლა, რეალურად ყრილობის შედეგის ეშინია.

„თუ წინსწრებით ყრილობას არალეგიტიმურს აცხადებ და მიზეზებს ეძებ, თუ რა შემაფერხებელი ბარიერები გინდა დაუყენო ყრილობას, ეს ნიშნავს იმას,რომ ყრილობის შედეგის ეშინია იმ ჯგუფს, რომელიც ცდილობს ყველა გზით ჩაშალოს ყრილობა და ყველა გზით ხელი შეუშალოს მას. როდესაც ხედავენ, რომ რეალურად ჩაშლის საფრთხე არ არსებობს, ახლა იურიდიულ მიზეზებს ეძებენ“,-აღნიშნა კალანდაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი