კომენტარი
ნინო კალანდაძე- დავით დარჩიაშვილზე: თუ ვინმეს პოზიცია არ გაიზიარა უმრავლესობამ, ეს პარტიის დატოვების მიზეზი არ შეიძლება გახდეს
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნინო კალანდაძის განცხადებით, იგი არ ეთანხმება პოზიციას, რომ თუ ვინმეს პოზიცია არ გაიზიარა უმრავლესობამ, ეს პარტიის დატოვების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამის შესახებ კალანდაძემ, პარტიის წევრის, დავით დარჩაიშვილის განცხადების, კომენტირებისას აღნიშნა.
„არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის პოზიცია არ იქნა უმრავლესობაში და პარტიის მიერ სათანადოდ გაზიარებული, ეს საფუძველია იმისთვის, რომ ვინმემ პარტია დატოვოს. დემოკრატი გულისხმობს იმას, რომ ვიღაცის მოსაზრება აღმოჩნდება უმცირესობაში და დემოკრატია ასევე გულისხმობს იმას, რომ უმცირესობაში როდესაც აღმოჩნდება პოზიცია, უმცირესობამ ეს უნდა გაითავისოს და მოცემულობად მიიღოს“,-აღნიშნა კალანდაძემ
მისი თქმით, მიხელ სააკშვილთან უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის პოზიციების შეთანხმება არ ხდება.
„პოზიციების კიევში შეთანხმება საერთოდ არ ხდება. მათ შორის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებსაც მიხეილ სააკაშვილი ხშირად პოსტფაქტუმ იგებს. ხშირად, მისი პოზიციების გათვალისწინება საერთოდ არ ხდება პოლიტსაბჭოს მიერ. თუ დადგება საკითხი, უნდა ჰყავდეს თუ არა პარტიას ახალი თავმჯდომარე, მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 7 ათასი დელეგატის დიდი უმრავლესობა ამ საკითხს არ გაითვალისიწნებს, არ დაუჭერს მხარს“,-აღნიშნა კალანდაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


