პოლიტიკა
მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც - დავით დარჩიაშვილი
ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილმა პარტიის ყრილობის შემდეგ შესძლოა ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვოს.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა Facebook-ში პირად გვერდეზ დაწერა.
მისი თქმით, თუ პარტიის ყრილობა, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიდა საქმიანობაში უნდა ერეოდეს, მაშინ დარჩიაშვილი პარტიას დატოვებს.
მედიანიუსი დარჩიაშვილის განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ.
„ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა - მოღალატეო, ზოგმა - სიტყვის გამტეხიო, მანდატს თავზე დაგახევთო, მიშას შეუცვლელად თვლიდი, ახლა დაგავიწყდაო. . . ერთი პირობა, იფიქრებს კაცი, გავეშვა, რაც უნდა ის უთქვამთ თუ უქნიათ. მაგრამ რახან განგებამ ფბ-ზე დაგვაკავშირა, ერთად გეტყვით და მერე ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს: 1. ყრილობაზე "ბილეთი" დელეგატის მანდატია, ხომ? ვთქვი არ ავიღებთქო და არ ავიღებ. ამით მოხდება ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. იქ თუ მაინც მოვედი, ეს პარტიული მეგობრების სურვილით მოხდება - თუ მეტყვიან, რომ აზრი უნდა გამოვხატო. თქვენც გაგეხარდებათ: საშუალება მოგეცემათ თქვენი ვაჟკაცობა ცხადში დაადასტუროთ, თორემ ფბ-ზე მუქარები რა საკადრისია? 2. კი, მიშა და ნაციონალური მოძრაობა ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო). და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც. ალბათთქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვის შეხედულებებსაც პარტიის ტაქტიკაზე დღეს ვიზიარებ, არ მინდა მივატოვო უმცირესობაში. თუმცა, არა მგონია, განსხვავებული აზრის ატანა მოხდეს ყრილობის შემდგომ ენმ-ში და ალბათ ყველას გასვლა აჯობებს, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება. ეს არის და ეს. ახლა კი გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ და უზრდელურ კომენტარებს ნუ დაწერთ. თუ ვერ იოკებთ, თავდასხმა გინდათ, არსად არ გავრბივარ. შეგიძლიათ მიპოვნოთ პარტიის ოფისში (ჯერჯერობით), ილიას უნივერსიტეტში,"დამიპადიეზდოთ", -დაწერა დარჩიაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


