სამართალი
ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა
უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.
უზენაეს სასამართლოში გვენეტაძემ დახურულ ფორმატში შეხვედრა გამართა, რომელსაც უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ ეტაპზე არ იქნენ უვადოდ გამწესებული.
ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით ორგანული კანონის 794 მუხლის შესაბამისი დებულებების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ასევე, უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა, მონაწილეებმა მოისმინეს მოსაზრებები, მოსამართლისათვის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმეორებით იუსტიციის საბჭოსათვის მიმართვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი დეპარტამენტის შეფასება.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მოხდება მოსამართლეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება იმ წინადადებაზე, რომელიც ეხება 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ დანიშვნას“,–ნათქვამია განცხადებაში.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


