სამართალი
ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შემდეგ კრიტიკის შემცირებას ელოდება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შემდეგ კრიტიკის შემცირებას ელოდება.
,,ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას’’, - აღნიშნა გვენეტაძემ დღეს მიმდინარე მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ფარგლებში.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად განახლდება კენჭისყრის შემდეგ, როდესაც განმწესდება 4 მოსამართლე წევრი.
,,მთავარია, რომ საბჭო იტენსიურად დაიწყებს მუშაობას, სტრატეგიის განხორციელებაზე, რომ იყოს გახსნილი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და აამაღლებს მართლმსაჯულებისადმი ნდობას", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, წინა 4 წლის განმავლობაში საბჭოს სხდომები ღია იყო და ყველას შეეძლო დასწრებოდა მას.
"საბჭო აბსოლუტურად გახსნილია, არასამთავრობოების მიერ ხორციელდება მონიტორინგი და ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში საბჭოს გარკვეული წარმატებები და წინსვლა ჰქონდა", - აღნიშნა გვენეტაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


