საზოგადოება
ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი ცნობილი მომღერალი პლაჩიდო დომინგო იყო. პლაჩიდო დომინგო ოპერის მომღერალია. წლების წინ ერთსა და იმავე თეატრში მე ვცეკვავდი, ის მღეროდა. დიდი მადლობა. მე, როგორც ბალერინამ და ახლა როგორც ხელმძღვანელმა, უფრო მეტად მინდა, გავიტანო საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ, უფრო მეტად შევძლებთ გავაშუქოთ და ვისაუბროთ ჩვენს ისტორიაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე“, – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.
ევროპა ნოსტრა - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პან-ევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.
ევროპა ნოსტრა სართო ევროპული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენისთვის უზრუნველყოფს დიალოგის და დებატების პლატფორმას; ევროპული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ავლენს განსაკუთრებულ მიღწევებს; ახორციელებს ფართომასშტაბიან კამპანიებს საფრთხის ქვეშ მყოფი შენობა/ნაგებობების, ღირშესანიშნავი ადგილებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების გამოსავლენად და დასაცავად; ლობირებს მდგრადი პოლიტიკისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვას და განვითარებას.
2016 წელს „ევროპა ნოსტრას“ საქართველოც შეუერთდა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


