პოლიტიკა
ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევის გამო გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს
ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევის გამო გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
დეპუტატი კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევას ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხებად მიიჩნევს.
“ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით , რაც ვთქვი ჟურნალისტებთან. შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება. იმიტომ , რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ნინია კაკაბაძე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად დღეს აირჩია.
კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 წავიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა. მისი კანდიდატურა სააპარლამენტო უმცირეობამ აქამდე ხუთჯერ დაასახელა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


