უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2026 09:48
font-size

ნიკოლოზ სამხარაძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა

დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, რა ვითარეება ოკუპირებულ რეგიონებში და ჩვენ მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემაზე, ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გვქონდა საუბარი საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ როლზე. ასევე, შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კონგრესმა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი