პოლიტიკა
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილის მსგავსად, ესენიც უცხოეთიდან დაფინანსებულ 3-4 ენჯეოს გარდა სხვას არ ცნობენ
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. პარტიებისა და ექსპერტების გარდა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებიცაა წარმოდგენილნი. კომისიის შემადგენლობასა და მის მომავალ მუშაობასთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ტრადიცია გრძელდება, სააკაშვილის მსგავსად ეს მთავრობაც უცხოეთიდან დაფინანსებულ 3-4 ენჯეოს გარდა სხვას არ ცნობენ. „ისინი ამტკიცებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და როგორც ჩანს, განამტკიცებენ დღევანდელ ხელისუფლებასაც.
ის სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ხელისუფლება ესაუბრება, 9 წლიანი რეჟიმის დროს ჩუმად იყო, როგორც ჩანს გარიგება შედგა და ახლაც ჩუმად იქნებიან. ისაუბრებენ კოსმეტიკურ ცვლილებებზე, ხოლო მასშტაბურ პრობლემებზე თვალს დახუჭავენ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ქმედებები რომელიც ახლახანს განხორციელდა. ისინი ვისაც ივანიშვილი და ღარიბაშვილი ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანიობაში ადანაშაულებდა, კვირიკაშვილმა უმაღლეს თანამდებობებზე განამწესა, ნაწილი კი ისე მაგრად ჩაიხუტა გულში, რომ სხავადსხვა პრივილეგიითა და ხელისუფლებაში აღზევების დაპირებებით კვებავს.
ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტება გამოდგება. სამი-ოთხი გრანტიჭამიას და სააკაშვილის რეჟიმის განმამტკიცებელის გარდა კომისიაში სხვისთვის ადგილი არ მოიძებნა. მათ შორის ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’, ზვიად ტომარაძის, არჩილ კაიკაციშვილის, დავით ლილუაშვილის და კიდევ რამდენიმე ისეთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის ორგანიზაციისთვის რომლებიც წლებია აქტიურად მუშაობენ ადამიანის უფლებებისა თუ საკონტიტუციო საკითხების ირგვლივ“, _ აცხადებს მჟავანაძე და დასძენს, რომ ,,უფლებადამცველთა გაერთიანებას’’ ჰქონდა კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც ხელისუფლებას განსხვავებული პოზიცია გააჩნდა. სწორედ ამით აიხსნება ჩვენი ორგანიზაციის ამ კომისიის მიღმა დატოვება.
„პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისი ქმედებით განახორციელა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და დაარღია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. პრინციპში, სოროსის ფონდის ყოფილი კადრისგან ეს ნამდვილად არ ყოფილა გასაკვირი, პირველი შეხვედრაც ხომ სწორედ სოროსის ფონდთან და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთან გამართა და ამ შეხვედრაზეც სხვა არასამთავრობოები არ დაუშვა. ხელისუფლებას ერთ რჩევას მივცემ: სააკაშვილიც არ სცნობდა სოროსის ენჯეოების გარდა სხვას, მაგრამ როგორ დაამთავრა კარგად ვიცით. სამწუხაროდ, თქვენც იგივე გზა აირჩიეთ და ასევე ცუდად დაამთავრებთ.’’-აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


