მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი - სერჟ სარგსიანი
სომხეთის გადამდგარმა პრემიერმა სერჟ სარგსიანმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, სიტუაციის მოგვარების რამდენიმე გამოსავალი არსებობდა, რომელზეც ის არ წავიდა.
„ძვირფასო თანამემამულენო!
მივმართავ სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, უფროს თაობასა და ახალგაზრდობას, ქალებსა და მამაკაცებს.
მივმართავ მათ, ვინც დღე და ღამე დგას ქუჩაში მოწოდებით „უარყავი სერჟი" და მათაც, ვინც ძლივს აღწევს სამუშაო ადგილებამდე, რათა საკუთარი ვალი მოიხადოს.
მივმართავ მათ, ვინც მთელი დღე პირდაპირ ეთერს ადევნებს თვალს და მათაც, ვინც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მივმართავ მამაც ჯარისკაცებსა და ოფიცრებს საზღვარზე, მივმართავ ჩემს თანამებრძოლებს. მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, ყველა პოლიტიკურ ძალას და მოღვაწეს.
ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ სიტუაციას რამდენიმე გამოსავალი აქვს, მაგრამ არცერთს არ გავაკეთებ. არ შემიძლია. მე ვტოვებ ქვეყნის მეთაურის პოსტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ქუჩის მოძრაობა ჩემი პრემიერობის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას.
მშვიდობა, ჰარმონია და ლოგიკა ჩვენს ქვეყანას. მადლობას გიხდით“, - წერია სარგსიანის განცხადებაში.
ცნობისთვის, სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერად აირჩია 17 აპრილს.
ქვეყანაში მე-11 დღეა სარგსიანის წასვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც ცნობილია „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ სახელით.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


