პოლიტიკა
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. როგორც ობოლაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია და სურვილი, რომ გამოიწვიოს რაიმე ცვლილებები ქვეყანაში.
„უკვე დიდი ხანია, პოლიტიკოსები ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა არის უმძიმეს დღეში. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლიოს და ქვეყანას ემსახუროს. პირიქით, „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ამ მძიმე მდგომარეობაში ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოიწვიოს ქვეყანაში ცვლილებები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია, არ არის სურვილი და უფრო მეტად არის სტატუს-კვო შენარჩუნებისკენ მიდრეკილება და სურვილი, რომ გამოიწვიოს რაიმე ცვლილებები ქვეყანაში.
სამწუხაროდ, დიდი დარესტარტების, განახლების, ხალხიდან ლეგიტიმაციის მიღების გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ის ენერგია, ქვეყანაში შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს. ამიტომ მქონდა პრაიმერისის იდეა. ეს იყო პოლიტიკური პროცესების თავიდან გაცოცხლების იდეა, კონკურენციის დაბადების იდეა, ხალხიდან ლეგიტიმაციის ამოღების იდეა. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციაში შიგნით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილიყო დიდი ოპოზიციური არჩევნები, პრაიმერისის ლიდერის, სამოქმედო გეგმის არჩევის, რაც სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული. ამიტომ დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“. იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ვიყო ჩუმად, წყნარად და ვუყურო სტატუს-კვოს შენარჩუნებას ოპოზიციაში მაშინ, როდესაც ქვეყანას ვკარგავთ და მაშინ, როდესაც რუსეთის ინტერესები უფრო ძლიერდება ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ობოლაძემ.
მისივე თქმით, ამ შემადგენლობის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უნარი, რომ შეცვალოს ხელისუფლება და სიტუაცია ქვეყანაში.
„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, არ შეიძლება ასე გულხელდაკრეფილი ვუყურებდეთ ოპოზიციის უსუსურობას. მიმაჩნია, რომ ამ ფორმაციის პარტიას, ამ შემადგენლობის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უნარი, რომ შეცვალოს ხელისუფლება და შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ეს უნარი არ გაქვს, შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ უნარის შეძენა და მთავარი მიზანი არ უნდა იყოს არსებული სიტუაციის და სტატუს-კვოს შენარჩუნება. ეს არის ერთადერთი და მთავარი მიზეზი. საბოლოო ჯამში არ იქნა გაზიარებული ოპოზიციური პრაიმერისის იდეა,რაც არის ძალიან სამწუხარო“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნიკა ობოლაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


