სამართალი
ნიკა მელიას მიმართ„ქართუ ბანკის“ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობისთვის, შესაძლოა, სანქცია იქნას გამოყენებული
„ქართუ ბანკის“ საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
როგორც მოსამართემ პროცესზე განმარტა, გამოუცხადებლობის შესახებ შესაბამისი ცნობა, მხოლოდ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დავით გიორგაძემ წარადგინა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს ნიკანორ მელიას, მოსამართლემ განაცხადა, რომ გიორგაძის გამოუცხადებლობა მას სხდომაზე დასწრებისგან არ ათავისუფლებდა.
მოსამართლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მომავალ პროცესზე მელია არ წარადგენს შესაბამის ცნობას, თუ რა მიზეზით არ დაესწრო პროცესს, შესაძლოა მის მიმართ სანქცია იყოს გამოყენებული.
ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, ნიკანორ მელიასთვის ცნობილი იყო, რომ დღვანდელ პროცესს დავით გიორგაძე ვერ დაესწრებოდა, შესაბამისად პროცესი ვერ გაგრძელდებოდა და ვერ განიხილავდა სასამართლო.
„აქედან გამომდინარე, მან მითხრა, რომ თვითონაც არ მოვიდოდა. იმიტომ, რომ დაკავებული იყო სხვადასხვა საქმეებით. რაც შეეხება მომავალ პროცესს, მელია წარმოადგენს ცნობას, ან რაიმე სახის დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის იყო რომელიმე შეხვედრაზე, ან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ან ასე შემდეგ“,-აღნიშნა ადვოკატმა.
დღეს, ნიკა მელიამ , პარლამენტში განაცხადა, რომ „ქართუ ბანკის“ საქმის არსებითი განხილვა გადაიდო და შესაბამისი ინფორმაცია მას საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე, 2013 წელს ბრალი აღსრულების ბიუროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ასევე მიმალვაში მყოფ ზურაბ ადეიშვილს წარედგინათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


