უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2018 12:30
font-size

ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში, როცა გაყალბება ხდებოდა - დავით მათიკაშვილი

„ნიკა მელიას 2018 წელს ჩატარებული არჩევნები მათი ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ეშლება, როდესაც გაყალბება ხდებოდა“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას. მათიკაშვილის თქმით, როგორ ჩაიარა არჩევნებმა, ამაზე საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ, ხელისუფლება კი ცდილობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

„ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში. ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, რა იყო გაყალბება და როგორ იყო. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შესაბამისი შეფასებები, ვიცით დარღვევები, რომლებიც არსებობს და ეს არსებობდა 90–იანი წლებიდან ყველა არჩევნებთან მიმართებაში. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვართ ღია და გახსნილი იმისთვის, რომ თუკი რაიმე დარღვევა არსებობდა, საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა დემოკრატიულ ღირებულებებსა და ხარისხს შორის. ნიკა მელიასგან როგორ შეიძლება, რამე დაიჯეროს საზოგადოებამ, მგონია, რომ ტყუილისა და დესტრუქციის მეტი არაფერი არ მომდინარეობს ამ ძალისგან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი