უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2025 15:57
font-size

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა - ამის შემდეგ სხდომაზე ხმაური ატყდა, რის შემდეგაც ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა თუ რატომ დააკავეს გუშინ ის უკანონოდ“.

მანამდე ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ისიც თანამონაწილეა იმ უსამართლობის, რასაც რეჟიმი ქვეყანაში ახორციელებს.

არავის აინტერესებს გატაცებული ვიყავი, თუ არ ვიყავი, შუშის თვალებით მიყურებთ... თქვენ ხართ თანამონაწილე. დაცვის ერთი რგოლი ხართ. უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ დანაშაულებრივი [ბანდის] ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები", - უთხრა მელიამ მოსამართლეს.

მელიამ მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბოლო წუთებში გადაიხადა გირაო, მას კი ამის უფლება წაართვეს, 21:00 საათზე ლისის ტერიტორიიდან გაიტაცეს, როცა გირაოს გადახდის ვადა 24:00 საათამდე ჰქონდა.

სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

წყარო

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი