სამართალი
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი პროცესზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობა გახდა.
პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განმარტებით, დაცვის მხარემ შემდეგ სხდომაზე შესაბამისი ცნობები უნდა წარმოადგინოს ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.
როგორც გვარამიას ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამია პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფება, რის გამოც ვერ გამოცხადდა სხდომაზე, რადგან შეხვედრა ვერ დასრულდა. ჩომახაშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ორი წევრი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად, შეხვედრებზე გვარამია იმყოფება, რის გამოც, მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
ბრალდების მხარის განმარტებით, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო, თუმცა, პროკურორებმა გვარამიას მხრიდან სხდომის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


