სამართალი
ნიკა გვარამია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხეს
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც გვარამიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას კითხვები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. საუბარია, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე.
,,საუბარი, რომელიც არის განთავსებული ინტერნეტში, არის ჩემი ჩაწერილი. მე ვარ ნამდვილად, ჩემი ხმაა, მაგრამ ეს საუბარი არის დამონტაჟებული იმგვარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ მამუკა ახვლედიანს. ამ საუბარში არავითარი ქრთამის შეთავაზება ან რაიმე ტიპის ფულადი შეთავაზება ახვლედიანის მიმართულებით არ ყოფილა ან რატომ უნდა შეგვეთავაზებინა, ბატონი ახვლედიანი გადაწყვეტილებებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავი 2-ს ეხებოდა, არ იღებდა’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, გამოძიების იმედი არ აქვს.
,,არავითარი იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს იმართება ამავე შენობიდან. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ეს შენობა ერთი ხელით ამ ჩანაწერებს აკეთებდეს და აქვეყნებდეს და მეორე ხელით იძიებდეს საკუთარი თავის წინააღმდეგ’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


