სამართალი
ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას იყენებს და დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს.
შესაბამისი განცხადება ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე არ ვენდობი საქართველოს შსს-ს, არ ვენდობი იმ სამინიტროს, რომელიც აყალბებს ექსპერიტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ ჩემს დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება თავად ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მთელი საუბარი მიდმინარეობს სამ პირს შორის.
"ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული და ის გრძელდება საათზე მეტ ხანს. ის მიმდინარეობს სამ პირს შორის, ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მე-3 პირს. ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ვესაუბრები რუსთავი2-ის ვალებზე.
ის მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. მე ის არ დავასახელე იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას. ეს მესამე პირი მესაუბრება, როგორ აპირებს პროკურატურა ჩვენს გაგუდვას, მათ შორის ვალების მეშვეობით, რომელიც მე დამხვდა რუსთავი 2-ში იმიტომ, რომ ჩვენ მას მერე ვალი არ აგვიღია და ერთ-ერთ ვერსია იქნებოდა ვალებით გაგუდვა, რაზეც მე ვპასუხობ, რომ კონტრაქტი, რომელიც დავდეთ, ითვალისწინებს 6-მილიონიან ინვესტიციას და იქედან ვაპირებთ ამ ვალების გასტუმრებას,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


