სამართალი
ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს - ია მეტრეველი
ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია.
მან აღნიშნა, რომ დღეიდან, ქვეყანაში „დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა იწყება“.
„ნამდვილად ველოდი, სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. მოსამართლემ დაკავებულებს უმაღლესი სასჯელები მიუსაჯა, უბრალოდ შთანთქმა მოხდა ამნისტიის მუხლებისა და თითოეულს, როგორც გავიგე, 5 წელი და რამდენიმე თვე გამოუვიდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი იყო. აქ რაც მოაწყვეს: კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა: ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს. ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, თავისი ფეხით წასულიყვნენ ციხეში და მოენანიებინათ და ცოდვა მოეხსნათ, არ ვიცი, რა დღეში არიან.
პროკურორი დააზიანეს, რაღაც ესროლეს საფეთქელთან და აცდა, სისხლი მოსდის და დარბაზიდან გაიყვანეს. ეს ამ ავაზაკების კიდევ ერთი დასტურია, რომლებმაც ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე უკანონოდ წაართვეს, შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს და სამართლისთვის 15 წელია, ვიბრძვი. მე მინდა, საზოგადოებას ეს დღე მივულოცო, რადგან დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება და დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, როგორც გახმაურებულ, ისე გაუხმაურებელ საქმეებზე, სამართლიანობის აღდგენა და გამოძიება დაიწყება“, - განაცხადა ია მეტრეველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი შვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ.
ცნობისთვის, 5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.
გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.
გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლითა და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით აეკრძალა.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლითა და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს სანთებელა ესროლეს. მან თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო.
ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


