პოლიტიკა
ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანდოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ - ირაკლი კობახიძე
ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანდოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება.
„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს. მინდა გავიხსენო, რომ 2023 წელს, როდესაც იყო მასშტაბური ძალადობის ერთი შემთხვევა, მაშინ სულ ერთი პირი იყო დაკავებული და ისიც მალევე შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა. მომდევნო წელს იყო ასევე მასშტაბური ძალადობა და იქ სულ ექვსი პირი იყო დაკავებული და აქედან ნაწილი, თუ სწორად მახსოვს 12 შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა და მას ჰქონდა ძალიან უარყოფითი ეფექტი. ადამიანებმა დაინახეს, რომ შეიძლება გადაწვა ქალაქი, შეიძლება ცეცხლი წაუკიდო პარლამენტის შენობას, შეიძლება, ცეცხლი წაუკიდო პოლიციელებს, შეიძლება, ქვები დაუშინო, თავი გაუტეხო სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს და არ დაისჯები. შეიძლება სახელმწიფო ქონება დააზიანო, მანქანები დაწვა, პარლამენტის შენობა დააზიანო, არ დაისჯები. პირველ შემთხვევაში ეს იყო ერთი ადამიანი, შემდეგ ექვსი ადამიანი და ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა და ეს ისევ ამ ადამიანებისთვის, ანუ პოტენციური დამნაშავეებისთვის იყო ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოვიდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები ქუჩაში, ჩაიდინეს დანაშაული და აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა კონკრეტული დანაშაულისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია, ნებისმიერი ადამიანის ყოფნა ციხეში, როგორი დანაშაულიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება თუ მკვლელობა იქნება, თუ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვა და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


