პოლიტიკა
ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ თქვენთან ერთად - ირაკლი სესიაშვილი თეა წულუკიანს
ქალბატონო თეა, გულწრფელად გეტყვით, თქვენ ჩემთვის ხართ გამორჩეული მინისტრი, თქვენთან ერთად ჩვენ ბევრი ბრძოლა გვაქვს გავლილი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
„ქალბატონო თეა, გულწრფელად გეტყვით, თქვენ ჩემთვის ხართ გამორჩეული მინისტრი, თქვენთან ერთად ჩვენ ბევრი ბრძოლა გვაქვს გავლილი, ჩემთვის ხართ ყველაზე პრინციპული, ჩემთვის ხართ ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ თქვენთან ერთად, ეგ იცოდეთ. ასე რომ, ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვთ.
მადლობა კახა კახიშვილს, რომელმაც მართლაც საოცარი გარდაქმნა მოახდინა ამ უწყებაში. საკითხი ერთადერთი, რომელზეც მე და კახი ვმუშაობდით, დღესაც მწვავე და აქტუალური რჩება, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემაში წვევამდელების ძალიან რთული სამუშაო, რომელზეც საზოგადოების რეაქცია არის ადეკვატური და სწორი. ჩვენ ამაზე დავიწყეთ კახისთან ერთად მუშაობა და მინდა, რომ თქვენი ხედვა დავინახო. ეს სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა რაზეც ბოლოს შევთანხმდით, ეს არის, ეტაპობრივი გეგმა შევიმუშაოთ. ამ გეგმის შემუშავებაში ჩვენი კომიტეტის ღირსეული და პროფესიონალი კადრებით გვერდით დაგიდგებით. ეს საქმე გასაკეთებელია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


