უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 იანვარი, 2026 14:08
font-size

ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს, უნდათ, ხელოვნურად შექმნან მოლოდინები - თენგიზ შარმანაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერი აქტის გამოცემა, რაც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, რაღაც დოკუმენტაცია იყო დამატებით მოსაძიებელი, რაც მთავარია, შეწყალების აქტი გამოიცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი.

„შეიძლება, თუნდაც ერთი ადამიანის საკითხი იყო დასაზუსტებელი. ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი. ვერ გეტყვით რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ თუნდაც ერთი ან ორი კაცის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა, რომ ერთი, ორი ან მეტი საათით გვიან გამოცემულიყო ეს აქტი. პრეზიდენტს უფლება აქვს, შეწყალების აქტის გამოცემამდე ვინმესთან კონსულტაცია არც კი გაიაროს. შეწყალების აქტები პერიოდულად გამოდის და არ არის დაკავშირებული მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებთან. მომავალშიც იქნება ეს ჰუმანური აქტები, საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს თუ თვლის შესაწყალებლად, მომავალშიც არ იქნება გვიან ასეთი აქტის გამოცემა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორც შარმანაშვილი აცხადებს, საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები კონსტიტუციურად პოლიტიკისგან მოწყვეტილი არიან, როდესაც ასეთი ტიპის აქტებთან გვაქვს საქმე.

„ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს. გავყვეთ ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს. კონსტიტუციამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული, აპოლიტიკური აქტი, მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების სფერო და არა სხვა ვინმესი. ასეთ ვითარებაში უფრო მეტი ჰუმანიზმია, ვიდრე პოლიტიკური ანგაჟირების დროს. არავითარი მოლოდინები არ შექმნილა, უბრალოდ, უნდათ, ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს, უნდათ, პოლიტიკური დაპირპირებებისა და ურთიერთბრალდებების სფეროში გადაიტანონ. ეს ძალიან ცუდია და ხელს უშლის შიდა სამოქალაქო ინტეგრაციას საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში რა გვესმის? არ გცნობ, არ მინდა, პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ხარ საერთოდ, არ გცნობ და როგორც გინდა, ისე მოიქეცი, არ მაინტერსებს. ამავე დროს, უნდათ, შექმნან მოლოდინი, რომ ადამიანი, რომელიც არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ სურთ. იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ ასე გაგრძელება, წესით, აღარ უნდა შეიძლებოდეს. ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს ამ აბსურდულობას და ამ დაპირისპირებების საკითხებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რომ შიდა დაპირისპირება საქართველოდან არ იმართება.

„მილიონები იხარჯება, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ. უზარმაზარი შეცდომები დააშვებინეს ოპოზიციას. 61 ოპოზიციონერი დღეს საქართველოს პარლამენტში არ ზის და ოპონირებას უმრავლესობას არ უწევს. ერთი შეხედვით, თითქოს ჩვენთვის, უმრავლესობისთვის კომფორტულია, მაგრამ საქართველოს მომავლისთვის კომფორტული და სწორი არ არის. აქ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ჭიდილის ასპარეზი. ეს ყველაფერი ამის გამოძახილია და ყალბი მოლოდინების შექმნაც ამის ნაწილია – ყველაფერი, მათ შორის ჰუმანური აქტებიც კი, გამოყენებული უნდა იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და დაპირისპირებისთვის. დაპატიმრებულებისთვის მიმართვა და პედალირება, რომ მშობლებს განწყობა შეუქმნან პოლიტიკური ყალბი ნარატივებისთვის, ძალიან ცუდია“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი