პოლიტიკა
ნებისმიერ აქცია 4 მოთხოვნას უნდა პასუხობდეს... გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს - სალომე სამადაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განმარტა თავისი გუშინდელი განცხადება, რომ ის აღარ აპირებს არანაირ აქციაში მონაწილეობას.
„დემოკრატიის დასაცავად ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ფართო გაერთიანება. პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ზეწოლა ივანიშვილზე. ნებისმიერი აქციის მოთხოვნები, შესაბამისად, უნდა იყოს: 1. გამაერთიანებელი; 2. შედეგზე ორიენტირებული; 3. არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს; 4. არ უნდა შეჰყავდეს სიტუაცია ჩიხში. სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. მსგავსი გზავნილები იყო კვირას გამართულ აქციაზე. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამის შემდგომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არის სწორი მოთხოვნა. ისიც, რაც საბოლოოდ ივანიშვილისა და ერთპარტიული მმართველობის დამარცხებას სჭირდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ინაუგურაციის დღეს დაგეგმილი აქციის გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ამ ფართო ოპოზიციური ერთიანობის უზრუნველსაყოფად. ინაგურაციის პარალელურმა აქციამ არ უნდა შექმნას „ალტერნატიულ რეალობაში“ არსებობის აღქმა. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია, მათთვის, ვინც დამატებით განმარტება მთხოვა“, - დაწერა სამადაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გუშინ სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიციის მიერ სალომე ზურაბიშვილის არჩევის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებამ მათვე წინააღმდეგ იმოქმედა და „ივანიშვილის ხელისუფლება“ ნაკლებად დააზარალა.
„ინაგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, - დაწერა სამადაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


