პოლიტიკა
ნდობის ჯგუფში ნაციონალურ მოძრაობიდან ირაკლი აბესაძე იქნება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან შესაბამისი კონსულტაციები უკვე გამართა.
ირაკლი სესიაშვილი მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავიანთი კანდიდატურები წარადგინონ.
„ჩვენ ამაზე კონსულტაციები გავმართეთ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კანდიდატურის დასახელებისგან, ამიტომ ჩემი მიმართვის შემდგომ დაველოდებით, რომ ყველა სუბიექტები წარმოადგენენ თავის კანდიდატურას“,-აღნიშნა სესიაშვილმა.
საქართველოს კანონის ნდობის ჯგუფის შესახებ თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.
ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
რაც შეეხება პარლამენტში შემავალი ოპოზიციური პარტიების კვოტებს, ამ ეტაპზე უცნობია თუ ვის წარადგენს „პატრიოტთა ალიანსი“, ხოლო რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მას ნდობის ჯგუფში ირაკლი აბესაძე წარადგენს.
„დასახელებული იქნება ჩემი კანდიდატურა და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციაში, რასაც ჰქვია საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებზე“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


