უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 აპრილი, 2017 17:25
font-size

ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება 4 პირით - ირაკლი სესიაშვილი

ნდობის ჯგუფის ოთხი წევრის ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ჯგუფის წევრები იქნებიან ეკა ბესელია- უმრავლესობის კვოტითა და არჩილ თალაკვაძე - მაჟორიტარების კვოტით.

„ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება 4 პირით. უმრავლესობა შემდეგ ბიუროზე წარადგენს არჩილ თალაკვაძესა და ეკა ბესელიას. რაც შეეხება დარჩენილ ერთ კვოტას, ჩვენ ვმსჯელოთ. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია სრულად იყოს წარმოდგენილი ნდობის ჯგუფში. ამაზე პირადად მე გავმართავ კონსულტაციებს შესაბამისი ფრაქციების ხელმძღვანელებთან“, - განუცხადა სესიაშვილმა „მოამბეს“.

კანონის თანახმად, იმის გამო, რომ სესიაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ის ავტომატურად ხდება ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე.

ნდობის ჯგუფში საპარლამენტო უმცირესობებსა და იმ ფრაქციებს, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან, ორი კვოტა ენიჭება. ერთ-ერთი ადგილი „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ დაიკავა, დარჩენილ ერთ კვოტაზე კი წარსადგენ კანდიდატზე 13-კაციანი ჯგუფი უნდა შეთანხმდეს. მასში შედიან „პატრიოტთა ალიანსის“ 6 წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი და სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს კანონით „ნდობის ჯგუფის შესახებ“ ნდობის ჯგუფის ამოცანაა, აკონტროლოს საქართველოს აღმასრულებელი სახელისუფლებო ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის ბიუჯეტი.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი