პოლიტიკა
ნაზი ჯანეზაშვილი სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას აპირებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ის სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას აპირებს. როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, მეთოფიშვილმა არაერთხელ დაარღვია მოსამართლეთა ეთიკის წესი.
ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ობიექტურია დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და როგორ შეაფასებს ის მის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითებს.
ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ცინცაძის დანიშვნის შემდეგ მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების შესახებ მომზადებული დასკვნების ხარისხი გაუმჯობესდა.
„დამოუკიდებელი ინსპექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი საქართველოში. მას შემდეგ, რაც ქეთევან ცინცაძე დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ავირჩიეთ, ვფიქრობ, დასკვნების ხარისხი, პირველადი მასალები, რომლებიც მზადდება მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების შესახებ, არის ბევრად უკეთესი, ნამდვილად ხარისხიანი და მნიშვნელოვანი მასალა. ამა თუ იმ საქმეზე ტარდება პირველადი მოკვლევა, თუმცა, ჩვენზეც არის დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდა პრაქტიკა ამის შემდეგ.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, ვაპირებ მივმართო დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ხშირად არღვევს მოსამართლეთა ეთიკის წესებს. ჩემ შემთხვევაში იყო რამდენიმე მაგალითი. მომზადებული მაქვს განცხადება, რომელიც წარედგინება დამოუკიდებელ ინსპექტორს. ეს აუცილებლად იქნება ერთგვარი ტესტი“, -თქვა ჯანეზაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


