პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები საქართველოში დესტაბილიზაციასა და რევოლუციას ვერ ეღირსებიან - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა რევოლუციისთვის ემზადება.
„ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, საუბრობდა სააკაშვილი იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციასა და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ – ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომლიც არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. რიტორიკა პირდაპირ აქეთ არის მიმართული. ყველას მინდა, მოვუწოდო, არ აყვნენ არავითარი ფორმის პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


