სამართალი
ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი ცერცვაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
ნაციონალურმა მოძრაობამ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის საკითხსზე პროკურატურისგან გამოძების დაწყებას ითხოვს.
შესაბამისი განცხადებით უწყებას პარტიის წევრებმა აკაკი მინაშვილმა და გოგა ონიანმა მიმართეს.
როგორც საკითხის კომენტირებისას მედიას აკაკი მინაშვილმა განუცხადა, მომხდარი არის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ღალატის მაგალითი.
„ჩვენ გვაქვს მაგალითი ღალატისა, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების მეშვეობით დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია იმ გმირების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში. ამის მაგალითია გიორგი ცერცვაძე. ის არ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლებამ იმ საფრთხის შესახებ, რაც მას ელოდა, როდესაც ის საქართველოს საზღვარს ტოვებდა“,-აღნიშნა მინაშვილმა.
გოგა ონიანის თქმით კი, დაირღვა 319 მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
„ეს არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოსათვის დახმარების გაწევა, 319 მუხლი, რომელიც ასევე დარღვეულია როდესც ამ ადამიანის მონაცემები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას, ისე რომ გია ცერცვაძემ არაფერი იცოდა. ამ ადამიანს უბრალოდ შეეძლო აეღო ბილეთი და პირდაპირ რუსეთში ჩაფრენილიყო, იმიტომ რომ მისთვის აბსოლუტურად არ იყო ცნობილი, რომ რუსეთის მხარის მიერ ეს ადამიანი ინტერპოლით იძებნებოდა. ეს აპასუხისმგებლობა არის საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების პასუხისმგებლობა. ეს იუსტიციის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობაა“,-აღნიშნა ონიანმა.
ნაციონალური მოძრაობა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების გამართვას იწყებს. დღეს, პარტიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


