პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცესკოში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შეხვედრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შედეგების შეჯამების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურა.
,,კომისიის წევრებს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვთ, რომ კომისიის სხდომაზე გამოხატონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი და დატოვეს კომისიის სხდომა. რაც შეეხება დარღვევებს და შეფასებებს, არჩევნების თითოეული შეფასება არის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. რაც შეეხება საჩივრებს, უბანზე, ოლქში დაწერილი საჩივრები, წარმოდგენილი იყო ცესკოში, კანონმდებლობის თანახმად იქნა შესწავლილი, ასევე სასამართლოში წარდგენილ საჩივრებზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,“-ამბობს მიქელაძე.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს, ცესკოს მონაცემებით, მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმათა 40,48% (780 680 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა კი ხმათა 59,52% (1 147 701 ხმა).
,,საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამომრჩევლებს, რადგან მათ იაქტიურეს არჩევნების დღეს და უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო ამომრჩევლების მხრიდან", - განაცხადა მიქელაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


