უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ნოემბერი, 2017 12:10
font-size

ნაციონალურმა მოძრაობამ ბიუჯეტთან დაკავშირებით თბილის მერიას შენიშვნები გადაუგზავნა

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დედაქალაქის მერიას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები გადაუგზავნეს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ხუთ შენიშვნაზე.

კერძოდ, ოპოზიციური ფრაქციის წევრების მოსაზრებით, უნდა გაიზარდოს ეკოლოგიის და ინფრასტრუქტურის ხარჯები.

ასევე რეკომენდაციის თანახმად, სამჯერ უნდა გაიზარდოს უფასო სასადილოების დაფინანსება.
ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნით, სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უნდა იყოს უფასო.

ამასთან, როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, ბიუჯეტში უნდა აისახოს ისიც, რომ პენსიონერებს მედიკამენტებისთვის 200-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდეს.

ასევე, ენმ-ის წევრები მოითხოვენ, რომ 150-ლარიანი ვაუჩერები დარიგდეს დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ოჯახებისთვის.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ თბილისის მერიაში გაუქმდეს რამდენიმე საქალაქო სამსახური, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური და მის ნაცვლად უწყებაში დაცვის პოლიცია შევიდეს, რაც ენმ-ს მტკიცებით, თბილისის ბიუჯეტიდან დაზოგავს 4 მილიონ ლარს.

,,თბილისის მერის, კახა კალაძეს ვუგზავნით საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტს, სადაც ყველა ჩვენი მოთხოვნა, წინადადება იქნება ასახული, მათ შორის ვაყენებთ 5 ძირითად მოთხოვნას. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს როგორც სტრუქტურული ოპტიმიზაცია, ისე საშტატო ოპტიმიზაცია. მათ შორის უნდა გაუქმდეს უსაფრთხოებიოს საქალაქო სამსახური და მის ნაცვლად შემოვიდეს დაცვის პოლიცია“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი