სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კოტე იოსელიანის საარჩევნო შტაბში უცნობმა პირმა სამშენებლო აგური შეაგდო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კოტე იოსელიანის შტაბის შენობაში უცნობმა პირმა სამშენებლო აგური შეაგდო. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ამ დროს ადგილზე შტაბის წევრები, მათ შორის თავად იოსელიანიც იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ექსპრეტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
კოტე იოსელიანი მომხდარის გამოძიებას ითხოვს.
„ეს არის აშკარა, მიზანდასახული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობა, ასევე ადამიანების განზრახ ჯანმრთელობის დაზიანების მცდელობა. მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც მსგავს რაღაცებს გეგმავენ, რომ მათ არ გაუვათ ამ გზით არჩევნების მოგება. მივეცი პოლიციას წერილობითი ჩვენება, სადაც მოვთხოვე ჩემი ოფისის წინ განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება. ამ დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარება“,-აღნიშნა იოსელიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


