პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის რღვევა თუ დაიწყო, მე არ დამწყდება გული, ისევე, როგორც ბევრ სხვას - ბექა ნაცვლიშვილი
„ქართული ოცნების“ წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნის ფაქტს ეხმაურება და უახლოეს მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას პროგნოზირებს.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიაში ამჟამად სერიოზული დაპირისპირებაა.
“სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნა იმაზე მეტყველებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორად არის გაყოფილი. ეს არის სააკაშვილისა და ბოკერიას გუნდები, მათდა სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი პოლიტიკური წარსული და ავტორიტეტი, რომ რაიმე ზემოქმედება მოხდინონ საზოგადოებაზე.
ამ დაპირისპირებამ შესაძლოა, მოვლენების სხვაგვარი განვითარება გამოიწვიოს, მაგალითად, დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, პოლიტიკური რღვევა, რაზეც მე ნამდვილად არ დამწყდება გული, ისევე, როგორც ბევრ სხვას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


