უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ნოემბერი, 2016 17:00
font-size

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 22 წევრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 22 წევრის განცხადებით, საჭიროა დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარება, რომელშიც მინიმუმ 7 ათასი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

მათივე თქმით, პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და მთავარი საარჩევნო კაპიტალის, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

მედიანიუსი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა იბრძოდა გამარჯვებისთვის და გეგმავდა არაერთი მაჟორიტარული ოლქის მოგებას. ობიექტურიდა სუბიექტური მიზეზების გამო არჩევნები დასრულდა ქვეყნისათვის სავალალოდ.სასურველი შედეგის მისაღწევად ოლიგარქმა გამოიყენა ადამიანების დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ძალოვანი სტრუქტურები, ძალოვანებთანსინქრონში მოქმედი კრიმინალური სამყარო, ხოლო რიგ უბნებზე - პირდაპირი დარბევა. შედეგად, ივანიშვილისადმი დაქვემდებარებულმა და მისთვისსასურველმა პრორუსულმა ძალებმა პარლამენტში მანდატების 82% მიიღეს, რაც არ ასახავს ქართული საზოგადოების განწყობებსა და ინტერესებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნაციონალური მოძრაობამ მიიღო ასობით ათასი ხმა და ის რჩება კოლაბორაციონისტული რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად.

ამ სიტუაციაში, ორმაგად მნიშვნელოვანია ჩატარდეს დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობა (მინიმუმ 7000 დელეგატი), რომლის მოწვევის წესი ჩვენს მიერ უკვე შემუშავდა და წარედგინა პარტიის პოლიტსაბჭოს. ასეთმა ყრილობამ მექანიკურად კი არ უნდა აირჩიოს მმართველი ორგანოების ახალი შემადგენლობა, არამედ უნდა გამართოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა შევცვალოთ, რომ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი. უნდა გაიზარდოს რეგიონული ლიდერების, აქტივისტებისა და მხარდამჭერების როლი პარტიის მმართველობაში. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებსდა მომხრეებს შორის გაჩნდა ძლიერი მოთხოვნილება, რათა მონაწილეობა მიიღონ ყრილობაში და პარტიის სამომავლო ბედის განსაზღვრაში. ყრილობა უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი ფენისა და ინტერესისგამომხატველი ერთობა,მიზიდულობის რეალური ცენტრი, სადაც განსხვავებული ადამიანები საკუთარ ადგილს დაინახავენსაერთო მიზნისთვის ბრძოლაში. ასევე წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას ენმ-ის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით: ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიადდა რომ ჩვენი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები აღარ წამოადგენენ დაპირისპირების საგანს ოლიგარქთან. ეს იქნება დეკლარაცია, რომ პარტია ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს, რაც აუნაზღაურებელ ელექტორალურ ზიანს მიაყენებს ჩვენს ბრძოლას. ამ ნაბიჯის სასარგებლოდ არ არსებობს არცერთი პრაგმატული არგუმენტი. პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და მთავარი საარჩევნო კაპიტალის, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ:

1. პოლიტსაბჭოს 2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ხოლო ის გარემოებები, რომელთა გამოპოსტი ვაკანტურია, არ შეცვლილა.
2. ნაციონალური მოძრაობის წესდების მიხედვით პარტიის თავმჯდომარეს აქვს დიდწილად ცერემონიული უფლებამოსილებები. შესაბამისად, ამ პოსტის ვაკანტურობა პარტიის ეფექტურობას არაფერში უშლის ხელს.
3. თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობა რომ შემაფერხებელი ფაქტორი ყოფილიყო, მაშინ ეს თავიდანვე - ან, როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე - უნდა თქმულიყო, რაც არ გაკეთებულა.
4. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აქვთ იდენტური უფლებამოსილებები. შესაბამისად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდა, შესაძლოა გაკეთებულ იქნას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ.
5. პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევით,ნაციონალური მოძრაობა დე იურე აღიარებს პოლიტიკური დევნის შედეგებს, რაც უაღრესად დამაზიანებელი იქნება პარტიისთვის და უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შემდგომ სამართლებრივ დაცვაზე. მძიმე გამოწვევები, რომლებიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა, დროსთან ერთად, მხოლოდ გაღრმავდება. ნათელია, რომ ივანიშვილი აგრძელებს ძალაუფლების მონოპოლიზებას, ინსტიტუტების გაუქმებასა და ტოტალიტარული, ოჯახურ-კლანური ვერტიკალის გამყარებას.
ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს,მნიშვნელოვანია, ღიად განვაცხადოთ: რომ ვართ ყველა მხარდამჭერის ხედვებისა და მისწრაფებების ამსახველი ფართო,დემოკრატიული ერთობა. მომავალი ყრილობა განსაზღვრავს, დავუბრუნდებით თუ არა საწყისებს და ისევ გავხდებით თუ არა საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელიც გახსნილი იქნება უკლებლივ ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა რუსული ოკუპაცია და ივანიშვილია.
ძალა ერთობაშია, საქართველო გაიმარჯვებს!“,-ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლოტიკური საბჭოს წევრები:ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, პაატა ლეჟავა, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი კარბელაშვილი, ომარ მეგრელიძე, გიორგი პატარაია, გოჩა კუპრავა, კობა ხაბაზი, გოჩა ლემონჯავა, მარიამ საჯაია და კობა სუბელიანი აწერენ.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი