პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს - კახა კალაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღნიშნულით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.
კალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისთვის სიახლე არ ყოფილა.
„მე მგონი, სიახლე არ იყო. ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცოდით, რა იყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი პოლიტიკის შედეგია – დღეს ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


