პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის ხულოს ორგანიზაციიდან დელეგატების შესარჩევი კონფერენცია ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს
ნაციონალური მოძრაობის ხულოს ორგანიზაციიდან დელეგატების შესარჩევი კონფერენცია, პარტიის ოფისის ეზოში მიმდინარეობს.
აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ ორგანიზაციის წევრებს პარტიის ოფისის კარები დაკეტილი დახვდათ.
ორგანიზაციის წევრები, თავმჯდომარეს კახა დეკანაძეს კარებთან ერთი საათის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა მისი გამოუცხადებლობის შემდეგ გადაწყვიტეს კონფერენციაზე ეზოში ჩაეტარებინათ.
„ველოდებით ოფისთან. აქ უამრავი ამომრჩეველია მოსული, ჩვენი მხარდამჭერი და არ აღებს კარებს, არ მოვიდა. იძახის ბატონმა სერგომ დამავალაო. გამოვიდნენ ყველა სამართლებრივი ფორმიდან. პარტიის წევრებს, პარტიის ოფისში არ უშვებენ. პარტიის ოფისი არ არის არავისი კაბინეტი და არც კახა დეკანაძის კაბინეტია და არც სერგო რატიანის კაბინეტია“,-აღნიშნა ხულოს ორგანზიაციის ერთ-ერთმა წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
თავად ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა დეკანაძის განმარტებით, ოფისის კარი მან დღეს იმიტომ არ გახსნა, რომ მასთან, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, კონფერენციის ჩატარების საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა.
„კარის არგახსნა დღეს იმიტომ მოხდა, რომ კონფერენცია იყო არალეგიტიმურად დანიშნული. არ იყო ჩემთან შეთანხმება. მე გუშინ გავიგე ეს ამბავი, თუმცა ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. პარტიის ყველა აქტივისტს შეუძლია მოსვლა დღევანდელ კონფერენციაზე, მაგრამ ჩვენ კითხვა გვებადება. მე კონფერენციით ვარ არჩეული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ხომ შეიძლება ეს ჩემთან ყოფილიყო შეთანხმებული“,-აღნიშნა დეკანაძემ.
ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარესა და დანარჩენ აქტივისტებს შორის კონფლიქტი ღრმავდება.
ორგანიზაციის ქტივისტები დეკანაძეს ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი ე.წ ბოკერია-ბაქრაძის ფრთას შეუერთდა.
მათი თქმით, დეკანაძე წინააღმდეგია, რომ 20 იანვარს პარტიის ყრილობა 7ათასიანი დელეგაციით ჩატარდეს.
ხულოდან კი ყრილობაზე 58 დელეგატი იქნება წარმოდგენილი.
აქტივისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ყრილობის შემდეგ კახა დეკანაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


