პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ იდეა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საინტერესოა - უჩა ნანუაშვილი
დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეხვდნენ და განიხილეს ოპოზიციის ალტერნატიული ხედვა ე.წ. ფარული მოსმენების კანონის შესახებ.
უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის იდეას იზიარებს.
„ეს ინიციატივა ნამდვილად საინტერესოა. ჩვენ გარკვეული დეტალები გავიარეთ, თუმცა, რაღაც დასაზუსტებელია. მე ვფიქრობ, რომ იდეა საინტერესოა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საყოველთაო უნდობლობა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში, რომ ჩვენ გარკვეულწილად დამატებითი მექანიზმი გავხდებით იმისთვის, რომ მოსმენების საკითხი ქვეყანაში სამუდამოდ დამთავრდეს“, - განაცხადა ნანუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ფარული მოსმენების განხორციელების ორგასაღებიან პრინციპს ემხრობა, სადაც ერთი გასაღები დამოუკიდებელ უწყებაში იქნება, ხოლო მეორე - სასამართლოში. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ პარლამენტის ორმა წევრმა, ერთი ოპოზიციიდან, მეორე - უმრავლესობიდან, და სახალხო დამცველმა აღნიშნული უწყების მონიტორინგი ჩაატარონ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


