უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2018 17:40
font-size

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს.

დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯარისკაცის პასუხისმგებლობა დაეყენებინოთ.

„სამართლებრივად, ეს განცხადება უბრალოდ ცდება სიმართლეს. რომის სტატუსის მიხედვით, დანაშაულების ჩადენაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ ინდივიდუალურად. აქ ჩვენი სახელმწიფო ვერაფერს ვერ გააკეთებს, შიდასამართლებრივად, პროკურორი თავად ადგენს, ვინ რაშია ბრალდებული. ეს ჰააგის პროკურორიც თავად განსაზღვრავს, ვინ იყო ინდივიდუალურად პასუხისმგებელი.

ძირითადად, არ მახსოვს, რომელიმე ჯარისკაცის პასუხისმგებლობა დაეყენებინოთ, საუბარი არის მაღალი დონის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის ყოფილან პრეზიდენტები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფართომასშტაბიანი დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ინდივიდუალურად ვიღაც წარდგება, თავისთავად ეს ასეა. არ შეეძლო რომელიმე მხარეს, დანაშაული თავის თავზე აეღო, რადგან სტრასბურგისგან განსხვავებით, იქ პასუხისმგებელი არ არის სახელმწიფო, არამედ პასუხისმგებელი არიან ინდივიდუალური ადამიანები და ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ რუსები“, – განაცხადა დოლიძემ.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის აზრით, ჰააგაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან საქართველოს პოზიცია უნდა იყოს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენაზე, არის რუსეთი.

მისი აზრით, შიდაპოლიტიკურ დებატებსა და დაპირისპირებებში ჰააგის სასამართლოს საკითხის გარჩევა სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ემსახურება.

„ერთადერთი პოზიცია, რომელსაც ჰააგისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა ვიცავდეთ, არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მხარემ. ერთადერთი, რაც შეიძლება, დაადგინოს ჰააგამ, არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რაც ძირითადად ხდება არა რომელიღაც ჯარისკაცის, არამედ ლიდერობის დონეზე, იმ ადამიანების დონეზე, ვისაც შეეძლო, გაეცა განკარგულება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტიც მიუციათ პასუხისგებაში.

ჩვენი ინტერესი, რასაც ყოველთვის ვიცავდი, როდესაც კასეტურ ჭურვებს სურათები გადავუღე და ახლაც დავიცავ, არის ის, რომ ამ დანაშაულებში გასამართლდეს რუსეთი. გასამართლდეს აგრესიისთვის, არაადამიანური დანაშაულებისა და ინდივიდუალურად ომის დანაშაულების ჩადენისათვის. შეიძლება, გასამართლდეს გენერალიტეტი, შეიძლება, გასამართლდეს პრეზიდენტი. ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესია, ამტკიცოს, რომ ყველაფერ ამაში პასუხისმგებელია რუსეთი. ამ საკითხის ჩამოტანა შიდასახელმწიფოებრივ დებატებში და ამით ანგარიშის გასწორება პოლიტიკურად, საერთოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს და არა რომელიღაც მოძრაობასა და პარტიას“, – განაცხადა დოლიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი