პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის 6 წევრს საპარლამენტო სიიდან დღეს ამოიღებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიიდან ნინო კალანდაძის, ომარ მეგრელაძისს, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ბეჟაშვილის, ნუგზარ წიკლაურისა და ეკა ხერხეულის ამოღების საკითხის განსახივლელად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვადა დღეს ეწურება.
თანაპარტიელების საარჩევნო სიიდან ამოღების მოთხოვნით ცესკო-ს სერგო რატიანმა მიმართა.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მედიანიუსს განუცხადეს, საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის და უცნობია, გაიმართება თუ არა სხდომა დღეს.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სხდომა არ გაიმართება, საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო სიიდან ექვსი წევრი ავტომატურად იქნება ამოღებული.
,,პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან’’, - ნათქვამია საარჩევნო კოდექსში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


