პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ აბაშიძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა მიაწოდა.
სალომე სამადაშვილმა მიმართა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რათა მოხდეს სხდომაზე ზურაბ აბაშიძის მოწვევა.
„უნდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც ზურაბ აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რომ თითქოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი ეს არის მათ შორის, ამ ფორმატის დამსახურება. ეს არის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ ჯერ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთიერთობები და ამის შემდეგ გვექნება წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ დროს პირიქითაა. საქართველოს შეუქცევადი ევროპული მომავალი არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენ დაგვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში და ბატონმა აბაშიძემ მსგავსი განცხადებები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, არასდროს უნდა გააკეთოს, თუ ის მართლაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს ამ მოლაპარაკეკებზე”, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს 85 მოქალაქეა დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამის ფონზე, სალომე სამადაშვილს აინტერესებს, აღნიშნული მოლაპარაკებების რომელ წარმატებაზე აქვს საუბარი ზურაბ აბაშიძეს.
„სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ბატონ აბაშიძეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას - ჩვენ, როგორც პარლამენტში წარმოდგენილი ძირითადი ოპოზიციური ძალა, მოვითხოვთ, რომ ბატონი აბაშიძე აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მობრძანდეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე და ჩაგვაბაროს ანგარიში აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ და ზოგადად, მომავალში ვფიქრობ, რომ აუცილებელია მან, მსგავსი შეხვედრების წინ და შემდეგ საკანობმდებლო ორგანოში შესაბამისი კონსულტაციები გაიაროს”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


