პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება.
კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერთა სიის გაყალბებაში დაადანაშაულა.
„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტილს არ და ვერც ცვლის. ეს მათი სტილია. 2012 წლამდე და 2012 წლის ჩათვლით არჩევნებს აყალბებდნენ. ახლა უკვე გადასული არიან საარჩევნო სიების გაყალბებაზე. თავისი სატელიტების სახელით გაყალბებული სიები წარადგინეს, რაც ორ რამეზე მიუთითებს. ერთი ისაა, რომ გაყალბება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და ხელწერაა და მეორე ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაყალბების გარეშე 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება უჭირს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება და მას გაუჭირდება ალბათ იმ შედეგის გამეორებაც, რაც წინა არჩევნებში დადო. ეს იყო 17 %-იანი შედეგი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ძალიან მძიმე მარცხს იწვნევს და ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ. შეგვიძლია, ეს დაპირება საზოგადოებას მივცეთ. ის, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერაა გამოყენებული, უპასუხისმგებლობის ხარისხსა და მათ სტილზე მეტყველებს. ამას 2003-2004 წლიდან მიჩვეული ვართ, შესაბამისად, მოლოდინი არ გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სტილს შეიცვლიდა. უწყებათაშორის კომისიას მივმართეთ და მათგან მკაცრ რეაგირებას ველოდებით“,- განაცხადა კობახიძემ.
ცესკო-ს ინფორმაციით, გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.
ამასთან, ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


