პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა რუსეთის ქმედებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის გაგზავნას გეგმავს
ნაციონალური მოძრაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების საპასუხოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ტექსტის შემუშავებაში ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული.
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ანექსიას განაგრძობს, ხელისუფლება კი არ ცდილობს ეს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მწვავედ დააყენოს.
„რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას აცხადებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება,სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე ვერ სცემს ქმედით პასუხს. დროა, რომ რუსეთის აგრესიას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, დაუპირისპირდეს ქართული საზოგადოება“,-აღნიშნა სამადაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


