პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია უნდა აიკრძალოს - ია მეტრეველი
2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეტრეველის განცხადებით, მათი აქტივისტები მეტროსადგურებთან აგროვებენ ხელმოწერებს "არა ნაციზმს".
„ჩვენს სახალხო მოძრაობას უამრავი ადამიანი უჭერს მხარს. ჩვენ, საზოგადოება, უკვე აღარ ვაპირებთ გაჩერებას და მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია უნდა აიკრძალოს. სააკაშვილის სისხლიანი წლები უნდა გამოცხადდეს რეჟიმად. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
მისივე თქმით, წინა წლებში ჩადენილი ბოროტების გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს, ამ მიზნით ისინი მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავუშვებთ მათ დაბრუნებას ქვეყანაში. სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ოჯახები დგას ჩემ გვერდით. ჩვენ ვაპირებთ, ვიაროთ თბილისში და ყველა უბნებში შვხვდეთ ადამიანებს. ამის შემდეგ რეგიონებში გავალთ და ხალხთან შეხვედრებს გავმართავთ, რათა ჩვენი ხმა ყველას მივაწვდინოთ და გავახსენოთ, რომ ჩვენ შემოგვხედონ. გაიხსენონ რა გვიქნეს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
მისივე თქმით, ის ახლახან დაბრუნდა ვენიდან, სადაც ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს მოწვევით მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მოხსენებით გამოვიდა და წარადგინა „დოკუმენტური მასალები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რასაც რეზონანსი მოჰყვა“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


