პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა „ომეგასა“ და „იბერიას“ დასაცავად რომ გამოვა, კომიკური სურათი იქნება - ეკა ბესელია
„ნაციონალური მოძრაობა „ომეგასა“ და „იბერიას“ დასაცავად რომ გამოვა, კომიკური სურათი იქნება, რადგან ზუსტად მათგან იყო რეპრესირებული ეს და ათასი სხვა კომპანია“,– ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ზაალ უდუმაშვილმა თემურ ჩარკვიანი მოიკითხოს.
„ამ ცნობილმა ბიზნესმენმა, რომლის გაკეთებულ სიღნაღსა და ბათუმს ჭრიდა ლენტებით სააკაშვილი, თავი ჩამოიხრჩო და წერილი დაწერა, რომ ეს ადეიშვილისა და მისი მეგობრების გამო გააკეთა. ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სიცოცხლე საკუთარი ხელით მოისწრაფა. დიდი სია მაქვს, თუ უნდა, გავუგზავნი“, – განაცხადა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილად არ სმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


